გაიცანი ახალციხე მრავალფეროვანი კულტურით, რომელიც პირველივე შეხვედრისას შეგიყვარდება.
არქიტექტურა, კულტურა და კერძები ქალაქის ამბავს განსაკუთრებით საინტერესოდ ჰყვება. ახალციხეს კი გასაზიარებელიც და შესათავაზებელიც ბევრი აქვს ისტორიული ციხეების, სასახლეების, მეჩეთების, სინაგოგებისა და აბანოების სახით. ეს ბალნეოლოგიური ქალაქი -კურორტი სტუმრების მოხიბლვას მარტივად ახერხებს.