ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, უფრო მეტად რომ შეგიყვარდეს, ამ ქალაქის ტემპი კარგად უნდა შეიგრძნო.
მე-19 საუკუნის და თანამედროვე შენობების ქალაქი, გამორჩეული მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით, ბობოქარ შავი ზღვის ქალაქებს შორის ნამდვილად გამოირჩევა. ბათუმის ხალხმრავალ ბულვარში ბაღებს კოლონადები ცვლის, საზაფხულო თეატრს მოცეკვავე შადრევნები, ღია კაფეები კი გახვეულია ბათუმური ყავის სურნელში და ეს მოგზაურობა ბათუმის ძველ ქუჩებში დაუსრულებლად გრძელდება. აქ ტალღების ხმაურთან ერთად, ისმის ჯაზი, ხორუმი და აჭარული განდაგანა.
იხილე მეტი