სვანეთში მიდიხარ მთებში და...კავკასიონის მთებში ბუდესავით ჩასმული მესტია თავისი სიდიადით გეგებება.
სადაც არ უნდა უნდა გაიხედო, ბუნება ყველგან საოცარი ხედით გმასპინძლობს. ხედები, მწვერვალები, დამთის ფერდობზე გაშენებული პატარა ქალაქი უნიკალური ლანდშაფტით, სვანური კოშკებითა და შეუპოვარი ხალხით, რომელიც საკუთარ კულტურას, ბუნებასთან ერთად, ერთგულად იცავენ.
მესტიას რომ გაიცნობ, უფრო შეგიყვარდება.