წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მზის ქვეშ

ბლოგი:
ივნისი 01, 2012
ავტორი Anika
რამდენიმე წლის წინ მზის დამცავი საშუალებები ფულის ფუჭ ხარჯვად და ნარუჯის მიღების შემაფერხებლად მიმაჩნდა. ეხლა გამოვსწორდი და მზის დამცავი საშუალებები დავაფასე. ჩემი დამოკიდებულების შეცვლაზე კოსმეტიკური ფირმების პროგრესმაც იმოქმედა - ამ მიმართულებით ყოველწლიურად ძალიან ბევრი კეთდება, იმისათვის რომ კლიენტებს კიდევ უფრო გაუმჯობესებული პროდუქცია და საინტერესო ნოვაციები შესთავაზონ. დღეს უკვე ძალიან დიდი არჩევანია საიმისოდ, რომ მზეს მომზადებული შეხვდე და ჯანსაღად შეძლო გარუჯვა.

Clinique sun face/body cream, clinique.






















ყველაზე წინწასული ბრენდები ისეთ მზის დამცავ საშუალებებს გვთავაზობენ, რომლებსაც დატენიანების, დაჭიმვის და კანისთვის მბზინვარების მინიჭების ფუნქცია აქვთ. ზოგიერთი მათგანი სპეციალურ პიგმენტებს და სინათლის ამრეკლავ ნაწილაკებსაც კი შეიცავს, რომელთაც კანის არასრულყოფილი ზონების კორექტირება შეუძლიათ: გაფართოებული ფორების შევიწროება, პიგმენტაციის და " ფორთოხლის ეფექტის მქონე კანის" გაუმჯობესება. მოკლედ, არჩევანი ძალიან დიდია, მთავარია ჩამოყალიბდეთ და იცოდეთ, ნარუჯის დაცულად და ეფექტურად მიღებასთან ერთად, დამატებით რა მიზნის მიღწევა გინდათ.

Dior Bronze Creme Protectrice Sublimante, Dior.

















Body sun oil spf 6, Sisley.

























ამ დამცავი საშუალებების შემადგენლობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც ფილტრებს ენიჭებათ - მზისგან დამცავ ფილტრებს, ჩვენებურად SPF-ს რომ ვუწოდებთ. თუმცა, ფილტრის გარდა, საშუალებებს ბევრი სხვა სასარგებლო თვისებაც აქვთ: ისინი კანზე შეუმჩნევლად ნაწილდებიან, იშვიათად იწვევენ ალერგიას და ხშირად, კანის დაბერების პრევენციასაც კი ახდენენ.  ასე, რომ ვინც ჯერ კიდევ “დაუცველად” ირუჯებით, მგონი ღირს, ჩვეული ტრადიცია დაარღვიოთ და სცადოთ, ამჯერად რომელიმე ხარისხიანი პროდუქტის დახმარებით მზეზე მიფიცხება. მერწმუნეთ, ზომიერი და თანაბარი ნარუჯის გარდა, თქვენ არაერთ საფრთხეს აარიდებთ საკუთარ კანს, რომელიც ისედაც, წლის განმავლობაში, ათასგვარი მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასე, რომ სცადეთ და დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები