წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ილუსტრირებული სერია "ქალაქები"

კიდევ ერთი სიახლე მინერალური წყალი „ბაკურიანისგან“ - საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ბრენდმა ეტიკეტებზე ქვეყნის დიდი ქალაქების ამსახველი ილუსტრაციები გადაიტანა. ფერადი, განსხვავებული და საინტერესო ეტიკეტებით „ბაკურიანი“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გიწვევთ. ეტიკეტებზე შემდეგი 5 ქალაქია გამოსახული: თბილისი რომელშიც ყველა ქუჩა თავის ამბავს ჰყვება, შენობები კი უამრავ ისტორიას ინახავენ.  საქართველოს სიდიდით მეორე, ერთ დროს კი სატახტო ქალაქი ქუთაისი.  თელავი, რომელიც ღვინის სამშობლოდ წოდებული კახეთის გულია. ყველაზე ხმაურიანი და ენერგიული ბათუმი, რომელსაც ადრე პორტო-ფრანკოთი ვიცნობდით და ზუგდიდი, რომელიც ყველა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს .

კამპანია ერთროულადაა გათვლილი როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე მის სტუმრებზე. 

აღსანიშნავია, რომ კამპანიისთვის სპეციალური ვებგვერდი, www.bakuriani.Cities.com შეიქმნა, რომელზეც ქალაქების და მათი ღირსშესანიშნაობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება, ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი. ვებ გვერდს ეტიკეტზე დატანილი QR კოდის საშუალებითაც ეწვევით და გაიგებთ თუ რატომ უნდა ესტუმროთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს და რომელია ის ღირსშესანიშნაოებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

სხვა პროდუქტები