თბილისის მშრალი ხიდი ყველაზე ჭრელია ქალაქის ხიდებს შორის. გაზაფხულის დღეებში აქ ხეტიალი ძველ დროში მოგზაურობას ჰგავს. აღმოაჩინეთ უნიკალური ძველი ნივთები ყველაზე მრავალფეროვან „ძველმანების ბაზრობაზე“. აქ სხვადასხვა ეპოქის უცნაური სინთეზია. დილიდან, ყოველდღიურად, „მშრალიხიდელები“ თავიანთი უნიკალური ნივთების მყიდველებს ელიან. ტროტუარებზე გაშლილი ატრიბუტები, ანტიკვარული ნივთები, ჭანჭიკები, მონეტები, მუსიკალური საკრავები თუ ნახატები აქ გამორჩეულ სივრცეს ქმნიან. ეს ის ადგილია, რომელიც განურჩევლად ყველას მოსწონს და აინტერესებს.
გააზიარეთ