წყალი „ბაკურიანის“ ფერადი, განსხვავებული და საინტერესო პროექტი, რომელიც ერთროულადაა გათვლილი როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე მის სტუმრებზე. ამ პროექტით ბაკურიანი, როგორც საქართველოში წყლის ბაზრის ლიდერი ბრენდი, ქართველებს კიდევ უფრო მეტად გაუღვივებს სიამაყის შეგრძნებას, ხოლო ტურისტებს ერთი შეხედვით დაანახებს საქართველოს დიდ ქალაქებს თავისი ღირსშესანიშნაობებით და გაუჩენს ამ ადგილების ნახვის სურვილს. ბაკურიანის ეტიკეტებზე შემდეგი 5 ქალაქია გამოსახული: თბილისი, რომელშიც ყველა ქუჩა თავის ამბავს ჰყვება, შენობები კი უამრავ ისტორიას ინახავენ. საქართველოს სიდიდით მეორე, ერთ დროს კი სატახტო ქალაქი ქუთაისი. თელავი, რომელიც ღვინის სამშობლოდ წოდებული კახეთის გულია. ყველაზე ხმაურიანი და ენერგიული ბათუმი, რომელსაც ადრე პორტო-ფრანკოთი ვიცნობდით და ზუგდიდი, რომელიც ყველა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.