საქართველოს ძველი დედაქალაქი, პოეტების, მწერლების და კომპოზიტორების მშობლიური ქალაქი. ადგილი, სადაც „უმღერია აკაკის და გალაქტიონს,“ ადგილი, რომლის ქუჩებშიც იბადებოდა ქართული კინოს სცენარები და ლიტერატურის შედევრები. გაიცანი იმერეთის მშვენება და საქართველოს მემატიანე ქალაქი, რომელიც ყველა სტუმარს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტუმარმასპინძლობით და იუმორით ხვდება.