ქუთაისის მთავარ მოედანზე, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტებით, შექმნილი კოლხური შადრევანი ათწლეულზე მეტია, ქუთაისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. შადრევანში გამოყენებულია მინიატურული სკულპტურების გადიდებული ფიგურები, მათ შორის ბრინჯაოს ქანდაკება „თამადა,“ რომელიც ჩვ.წ. აღრიცხვამდე მე-7 საუკუნით თარიღდება.
შადრევნის პროექტის ავტორი არქიტექტორი დავით გოგიჩაიშვილია.