„თავისუფლების ცხენები" ქალაქ რუსთავის ერთდროს მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო. შვიდ სვეტზე შემდგარი ბრინჯაოს ორი რაში თავისუფლებისა და მეგობრობის სიმბოლოდ იქცა. მოქანდაკე ძმებმა - თამაზ და ჯუმბერ ჯიქიებმა, ქანდაკება საკუთარი ესკიზის მიხედვით 1998 წელს დაამზადეს.