გაიცანით, უნიკალური სილამაზის ქალაქი, მრავალფეროვანი კულტურით და ხალხით, უძველესი და თან მუდამ ახალგაზრდა - თბილისი.
გაიცანი, უფრო მეტად რომ შეგიყვარდეს!
საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის მასპინძელია. თბილისის ყველა სტუმარი მარტივად ამჩნევს სხვადასხვა ეპოქის ისტორიას, რომელსაც თითოეული ქუჩა ინახავს. კონტრასტული არქიტექტურა და თბილისური აივნები, ამ ქალაქისთვის დამახასითებელ ცხოვრების წესს და ურთიერთობებს კადრებად აცოცხლებს.