ეროვნული სამუსიკო კულტურის განვითარებაში, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. შენობა თბილისის ცენტრში, 1971 წელს გაიხსნა. ფილარმონიის დიზაინი არქიტექტორ ივანე ჩხენკელს ეკუთვნის, ნაგებობის წინ აღმართული მონუმენტური ქანდაკება „მუზას“ ავტორი კი, მერაბ ბერძენიშვილია.