ღვინის სამშობლოს ცენტრი, ქალაქი-მუზეუმი - თელავი.
უფრო შეგიყვარდება, როცა კარგად გაიცნობ.
თელავი თავისი მოედნებით, ძეგლებით, ასწლოვანი ხეებით, სახლ-მუზეუმებით, მამულებით, ფერადიაივნებიდან, გულახდილი და სტუმართმოყვარე მასპინძლების ენით, საკუთარ ისტორიას გზადაგზა, კახური მრავალჟამიერის ფონზე გიამბობს.