ერეკლე მეორის გამზირზე, სასახლესთან ახლოს მდებარე ოთხსართულიანი შენობა, მისი არქიტექტურის, უშუალოდ კი კოშკის გამო, ყველას ყურადღებას იქცევს. ადგილობრივები ამ ნაგებობას „კოშკიან სახლს“ უწოდებენ. შენობის პირველი სართული კომერციული დანიშნულებისაა, დანარჩენი სამი კი საცხოვრებელად გამოიყენება.