დადიანების სასახლის ისტორიულ -არქიტექტურულ, კომპლექს-მუზეუმში, ეროვნული და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 50000-მდე ექსპონატია დაცული, შთამბეჭდავ ტერიტორიაზე განთავსებულია ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და ნიკო დადიანის სასახლეები, ეკლესია და დადიანების გაშენებული უნიკალური ბოტანიკური ბაღი. ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზი საქართველოში ყველაზე მასშტაბურია და დღემდე არაერთი ღონისძიების მასპინძელია.

გააზიარეთ