We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

IDS ბორჯომი ონლაინ გაყიდვების საკუთარ პლატფორმას ააქტიურებს

Back
IDS ბორჯომი ონლაინ გაყიდვების საკუთარ პლატფორმას ააქტიურებს
From news:
On May 10, 2021

დღეიდან, ქართული მინერალური წყლების - „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ შეძენა კომპანია IDS ბორჯომის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა - mywatershop.ge-ზე შეგეძლებათ. პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ონლაიან გაყიდვების ხელშეწყობა, რაც პროდუქციის უსაფრთხოდ და მარტივად შეძენის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამიტომ, კომპანია IDS ბორჯომი თბილისმა გადაწყვიტა, რომ ონლაიან გაყიდვების მიმართულება კიდევ უფრო გააქტიუროს. კომპანიის ახალი პლატფორმა - mywatershop.ge, დამატებითი, ონლაინ რესურსი იქნება „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ სახლიდან გაუსვლელად შესაძენად.

            პროდუქციის მიწოდებას, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, კომპანია IDS ბორჯომი თბილისი უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, ონლაინ გაყიდვები მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოხდება, თუმცა, უახლოეს მომავალში მიწოდების არეალის გაფართოება იგეგმება.

კომპანიის IDS ბორჯომი თბილისის დირექტორი, გიორგი ერაძე:  „ერთი წელზე მეტი გავიდა, რაც მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. პანდემიამ, როგორც ბიზნესისთვის ისე მოქალაქეებისთვის, განსხვავებული წესები და რეგულაციები დაადგინა.  ჩვენ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ცხადია, ზედმიწევნით ვიცავთ ყველა არსებულ რეკომენდაციას, რომელიც პროდუქციის უსაფრთხოდ წარმოებას და მიწოდებას უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოებთ ჯანმრთლობისთვის სასარგებლო პროდუქტს - წყალს და სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მომხმარებელს და მივცეთ მათ წყლის სახლიდან გაუსვლელად და საბაზრო ფასად შეძენის შესაძლებლობა.“

            ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მიყვებით მითითებებს და მონიშნავთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას, რომელსაც სასურველ მისამართზე მიიღებთ.

  1. „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“ შემდეგიშეფუთვით:

„ბორჯომი“ – 0.33 ქილა (12 ცალი); 0.5ლ მინა (12 ცალი); 0.5ლ პეტი (12 ცალი) და 1ლ პეტი (6 ცალი);

„ლიკანი“ – 0.33 ქილა (4 ცალი); 0.6 პეტი (12 ცალი); 1ლ პეტი (6 ცალი) და 1.5ლ პეტი (6 ცალი);

„ბაკურიანი“ – 0.33 პეტი (12 ცალი); 0.5 შუშა (12 ცალი); 0.5 პეტი (12 ცალი);  1ლ (6 ცალი); 1ლ სპორტი (6 ცალი), 1.5ლ (6 ცალი), ციდა (12 ცალი); Toy Bottle (12 ცალი); 3ლ პეტი; 6ლ პეტი; 19 ლიტრიანი „ბაკურიანი“ დისპენსერისთვის და „ბაკურიანი“ შუშხუნა  0.5ლ პეტი (12 ცალი); 

            მინიმალური შეკვეთის შეძენის შემთხვევაში თქვენთვის სასურველ მისამართზე, პროდუქციას სრულიად უფასოდ მიიღებთ. mywatershop.ge, სხვადასხვა აქციას და სპეციალურ შეთავაზებებს, მომხმარებელს ხშირად შესთავაზებს.

 

Gallery