მთაწმინდის პარკი 1930 წელს გაშენდა. მისი ფართობი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. ამ ადგილიდან მთელი ქალაქი მოსჩანს. მისი მთავარი ღერძი 210-მეტრიანი სატელევიზიო კოშკი-ანძაა. პარკში ბევრი თანამედროვე ატრაქციონი და კაფეა, რის გამოც ბავშვების საყვარელ ადგილად ითვლება. აქვეა „ბომბორა“ - ქალაქის ყველაზე დიდი გასართობი პარკი. აქვეა თბილისის ფუნიკულიორიც, რომელიც მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. საბაგირო რკინიგზას მთაწმინდის პლატოზე მდებარე კულტურისა და დასვენების კომპლექსთან მივყავართ.
გააზიარეთ