We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

„ბაკურიანი“ წარმოგიდგენთ ახალ გემოს - ტყის ჟოლო, 0 შაქარი, 0 კალორია

Back
„ბაკურიანი“ წარმოგიდგენთ ახალ გემოს - ტყის ჟოლო, 0 შაქარი, 0 კალორია
From news:
On July 06, 2026

მინერალური წყალი „ბაკურიანი“ აგრძელებს პორტფელის განვითარებას და მომხმარებელს ახალ გემოს - „ბაკურიანს“ ჟოლოთი სთავაზობს.

უკვე კარგად ნაცნობ ციტრუსის მიქსსა და ლიმონის გემოებს ამიერიდან სრულიად ახალი, კენკროვანი გემო – ტყის ჟოლო ემატება. ახალი „ბაკურიანი“ ჟოლოს გემოთი დამზადებულია ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ ბაზაზე ჟოლოს ნატურალური არომატიზატორით. ბრენდის მთავარი გზავნილი 0 შაქარი და 0 კალორიაა. გემოიანი წყლების კატეგორია საქართველოში ეტაპობრივად ვითარდება და  მოთხოვნაც მუდმივად იზრდება. „ბაკურიანი“ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნას ახალი გემოთი პასუხობს, რაც ბრენდის პოზიციებს გემოიანი წყლების კატეგორიაში კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ბაკურიანის“ ახალი გემოს საკომუნიკაციო ვიდეორგოლზე ფროდაქშენ მენეჯმენტ კომპანია „ინდუსტრია ფილმმა“ იმუშავა. ვიდეორგოლით ბრენდი მომხმარებელს „ბაკურიანს“ ჟოლოს გემოთი აცნობს და ახსენებს, რომ ახალი გემო უკვე ყველგან გამოჩნდა და მისი შეძენა შესაძლებელია. „ბაკურიანი“ ჟოლოს გემოთი „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ახალ ქარხანაში იწარმოება.