ბათუმის ნავსადგურის შექმნის ისტორია პრაქტიკულად კავკასიის რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრის ფორმირების ისტორიაა, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი.
 
ბათუმის პორტი ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომელიც სათავეს ევროპაში იღებს და ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, შემდეგ შავი ზღვის გავლით კასპიის ზღვის ქვეყნებს - აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს და ა.შ. - აკავშირებს.
პორტის განვითარების ძირითადი ფაქტორი იყო და არის კასპიის ზღვის ნავთობი.

ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ისტორია ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იწყება, როცა ადრიანე მესამის მმართველობის პერიოდში ბათუმის ნავსადგური რომაელების სავაჭრო ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო.

1878 წელს ბათუმის ნავსადგური პორტო-ფრანკოდ (1885 წლამდე) გამოცხადდა. პორტო-ფრანკოს სტატუსმა - უცხოური საქონლის თავისუფალმა, უბაჟო შემოტანა- გატანამ - ბათუმს გარკვეული სიკეთე მოუტანა. ამ პერიოდიდან ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნელ-ნელა თანამედროვე, ევროპული იერი შეიძინა.

ნავთობის გადამზიდავი 18 საზოგადოებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ როტშილდების, მანთაშევებისა და ნობელების გაერთიანებები.

1873 წელს ბაქოში ჩავიდა ემანუელ ნობელის უფროსი ვაჟი – რობერტ ნობელი. ნავთობის ბიზნესში პარტნიორად ნობელი ირჩევს ბარონ როტშილდს. ამ პერიოდში როტშილდი გაიცნობს საზღვაო ბროკერს ფ. ლეინსს და ვაჭარს მ. სამუელს, რომელთაც პირველებს გაუჩნდათ ტანკერების (ნავთობმზიდი გემების) შექმნის იდეა.
გააზიარეთ