თუ კულტურული ცხოვრების მთავარ ასპექტად თეატრს მოიაზრებთ, უნდა იცოდეთ, რომ „რკინის თეატრის“ ქალაქს ახალი, ალტერნატიული სცენა აქვს. ამ დროისთვის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრს გენერალური რეკონსტრუქცია უტარდება, ახალი სცენა კი ძველის მეათედ მაყურებელსაც ვერ იტევს, ამიტომ ბილეთებზე სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა იზრუნოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ პატარებთან ერთად სტუმრობთ ქალაქს, შეგიძლიათ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმროთ. აბაშიძის ქუჩაზე, ნეკერჩხლების ხეივანში მდებარე თეატრის შენობა უნიკალური არქიტექტურული ძეგლია, რომლის მსგავსიც მთელ საქართველოში არ არის. მას მინიჭებული აქვს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი.
გააზიარეთ