ბათუმში შეხვედრების, სეირნობის, გართობისა და თავგადასავლების მთავარი ადგილი ბულვარია, რომლის არსებობას მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ის თითქმის მთელი ქალაქის სიგრძეზე გასდევს ზღვის ნაპირს და თავისი უნიკალური ლანდშაფტით, ლაუნჯებით, კაფეებით, ატრაქციონებით, ათასნაირი შადრევნებითა და თავისუფალი გასართობი სივრცეებით საშუალებას გაძლევთ ბათუმში გატარებული ყოველი საღამო დაუვიწყარ თავგადასავლად აქციოთ. აქ ნებისმიერი გემოვნებისა და მისწრაფების ადამიანი პოულობს საკუთარ ადგილსა და ამბავს.
გააზიარეთ