ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული თანამშრომლობის შედეგია ასევე მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც სტუმრებს უნიკალური ლანდშაფტით განსხვავებულ თავგადასავლებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ ერთდროულად შეიგრძნოთ ველური ბუნების მშვენიერება და ამავდროულად იპოვოთ სასურველი კომფორტი და უსაფრთხოება. დაეშვათ ზიპლაინზე, დალაშქროთ ორი მნიშვნელოვანი ბილიკი და მოთავსდეთ კომფორტულ სასტუმროში. ეს შესაძლებლობაა მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და აივსოთ შთაგონებით. ბოტანიკური ბაღებისგან განსხვავებით, სადაც ლანდშაფტი ძირითადად საგანგებოდაა დაგეგმილი, მტირალას ეროვნული პარკი ბუნებას ნამდვილი, სტიქიური სახით წარმოგიდგენთ. აქ მასთან პირისპირ რჩებით, თუმცა დაგეგმილი ბილიკებით მოძრაობა, ვიზიტორთა ცენტრი, რეინჯერები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ გარემოს - ყველაფერი ერთად უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ქმნის, თუ ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილებით და რჩევებს გაითვალისწინებთ.
გააზიარეთ