ბათუმის ცნობილი ევროპის მოედანი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სულ ახლოს ასტრონომიულ საათსა და ნეპტუნის მოედანთან. ეს ადგილი პოპულარულია ტურისტებისა და ტუროპერატორებისათვის მედეას ძეგლისა და მისი ისტორიის გამო.
 
მითი მოგვითხრობს, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოდესღაც არსებობდა კოლხური ცივილიზაცია. მედეა, რომელიც მეფის, აიეტის ასული იყო, არგონავტ იასონისადმი სიყვარულით მოჯადოებული, დაეხმარა მას მოეტაცა თავისი ხალხის კეთილდღეობის გარანტი და თილისმა – ოქროს ვერძი. ისინი ხომალდ არგოთი გაიქცნენ, რომელიც გამოსახულია ძეგლზე. დღეს მედეას ძეგლი ოქროს ვერძით, რომელიც ნამდვილად მოოქროვილია, არის სიმდიდრის, აყვავების და საქართველოს ევროპულ სამყაროსთან კავშირის სიმბოლო.
გააზიარეთ