1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც გელათის აკადემიის სახელით არის ცნობილი, იქ მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. ქუთაისში ქართული ხუროთმოძღვრების სამი მნიშვნელოვანი ძეგლია - ბაგრატი, გელათი და მოწამეთა. ბაგრატის ტაძარი 1003 წელს არის აგებული და საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობისაა. გელათი შუა საუკუნეების საქართველოს მთავარი ცენტრია. განსაკუთრებული კულტურულ ძეგლს მიეკუთვნება მოწამეთა, რომელიც მე-8 საუკუნით თარიღდება და ტყით გარშემორტყმულ კლდოვან ადგილზეა გაშენებული.
გააზიარეთ