ოდესღაც სატახტო ქალაქად წოდებულ ქუთაისში იმერეთის მეფეთა რეზიდენციაა შემორჩენილი, რომელსაც ოქროს ჩარდახი ჰქვია და მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ეზოს შუაში, დიდი ჭადრების ქვეშ, რომელთაგან ერთი დღემდეა შემორჩენილი, იდგა ჩარდახი - მაგიდა ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სალხინებლით. გალავნის კედელში ჩართული იყო სამრეკლო და მეფის სალაროსა და სასახლის მცველებისათვის განკუთვნილი კოშკი.
გააზიარეთ