მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბოტანიკური ბაღი სიძველისა და დაგეგმარების თავისებურების გამო, საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. იგი წარმოადგენს სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს. ბაღში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ასეული სახეობის მცენარეა წარმოდგენილი და ზღვის დონიდან 150 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
გააზიარეთ