თეთრი ხიდი ქუთაისის ერთგვარ სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს და როგორც ადგილობრივების, ასევე ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილს წარმოადგენს. ხიდი საფეხმავლოა და არაერთი მხატვრისა და კინემატოგრაფის შთაგონების წყარო გამხდარა.
გააზიარეთ