თბილისის ისტორიის უკეთ გასაცნობად საუკეთესო გზაა მუზეუმების დათვალიერება. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მუზეუმი. იგი ძვ.წ. მე-8 ათასწლეულით დათარიღებული არტეფაქტებით გაგაცნობთ საქართველოს, როგორც მეტალურგიის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო კერას და საიუველირო ხელოვნების სამშობლოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელოვნების მუზეუმი, სადაც ხატწერის უძველესი ნიმუშები ინახება, ხოლო თბილისის ისტორიის მუზეუმი მე-18 - მე-19 საუკუნეების ქალაქის ყოფას გაგაცნობთ.
გააზიარეთ