მდინარე მტკვარი ქალაქს ორად ჰყოფს. მისი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ძველი უბნები მთებით შემოფარგლული ქვაბულის ფერდობებზეა გაშენებული. თბილისს გადმოჰყურებს მე-4 საუკუნის უძველესი ციხესიმაგრე ნარიყალა, რომელიც ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია. ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონით გამაგრებული. ნარიყალადან მთელი თბილისის ხედი იშლება, და თუ ღამის თბილისის ნახვა გსურთ, სწორედ აქ უნდა ამოხვიდეთ. ციხესიმაგრეზე ამოსვლა შეგიძლიათ ფეხითაც და მანქანითაც, თუმცა ყველაზე მომხიბლავი გზა საბაგიროა, რომელიც რიყის პარკიდან პირდაპირ ნარიყალაზე აგიყვანთ.
გააზიარეთ