We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ბაკურიანის შესახებ

ნატურალური მინერალური წყალი

ბაკურიანის მთებიდან მომდინარი ანკარა ყინულოვანი წყალი და ფიჭვნარით შემოსილი მთები ქმნიან იმ განსაკუთრებულ ეკო გარემოს, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლებია მოქცეული. სწორედ აქ ამ უნიკალურ ადგილას მოვიპოვებთ ნატურალურ მინერალურ წყაროს წყალს „ბაკურიანი“.

შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ

_ABOUT COMPANY_
_PLANTS QUALITY & CONTRol_

„ბაკურიანის“ წარმოებას, ქართული მინერალური წყლების ბაზრის ლიდერი კომპანია ახორციელებს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია. IDS Borjomi International-ი ნატურალური მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. წარმოების მაჩვენებლის მიხედვით იგი დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუტილირებული ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით.  ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

IDS ბორჯომი საქართველო ბაზარზე აწარმოებს ბუნებრივ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალს.  ჩვენი პრიორიტეტი პროდუქციის მაღალი ხარისხია. მიზანი კი მომხმარებლის ნდობის გამართლება, შენარჩუნება და ზრდაა.

კომპანიის მუშაობა ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს:

ბაზრების დივერსიფიცირება;
აქტიური მარკეტინგული პოლიტიკის წარმოება;
ბაზარზე ახალი ბრენდების შემოტანა;
უმაღლესი ხარისხის პროდუქცია;
თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა;

_read more_

ნატურალური, მინერალური წყაროს წყალი „ბაკურიანი“, სოფელ ყვიბისში მდებარე, „ბორჯომის“ N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება

ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელ ქარხნებში,  პროდუქციის წარმოება თანამედროვე ევროპულ და ავტომატიზებულ ტექნოლოგიურ ხაზებზე მიმდინარეობს. მინერალური წყალი  ყოველდღიურ მიკრო ბიოლოგიურ და ქიმიურ შემოწმებას, ISO 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში  გადის. კომპანიასა და მის საწარმოებში დანერგილია ხარისხის მართვის სტანდარტი ISO 9001:2008.

პროდუქციის წარმოება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით ხდება. ჩვენს ქარხნებში დანერგილია სურსათის  უვნებლობის საერთაშორისო სისტემა HACCP და ISO 22000:2005, რომლის ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს ხარისხის სპეციალისტების კარგად მომზადებული გუნდი. დიდი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად საერთაშორისო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკის დანერგვა-გატარებას. ხარისხის მართვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი მომხმარებელთან უკუკავშირია. საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი. ინფორმაციის მოგროვება ხდება სოციალური ქსელების საშუალებითაც. (ცხელი ხაზი: +995 322422227) მიღებული ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზდება და გადაეცემა შესაბამის განყოფილებას შემდგომი რეაგირებისათვის.

_read more_

„ბაკურიანი“, დაბალმინერალიზებული წყალია, რომელიც აღადგენს წყლის ბალანს ორგანიზმში

უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე,  ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად.