წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ნატურალური მინერალური წყლის სპრეი

სპრეის შესახებ

„ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეი - ეფექტური საშუალებაა კანის ბუნებრივი დატენიანებისთვის და  მისი ყოველდღიურად  მოვლისთვის.  მინერალური წყლის სპრეი,  სწრაფად ატენიანებს კანს და უნარჩუნებს მას სიჯანსაღეს ნებისმიერ სიტუაციაში - მოგზაურობისას, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში სეირნობისას. მისი გამოყენება შესაძლებელია დანიშნულების გარეშე და იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.  ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეი, იწარმოება ჩეხეთში, ამ სფეროში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილების მქონე,  კომპანია  Czech Aerosol,  მიერ.

კანის ბუნებრივი დატენიანება

სახის კანის დასატენიანებლად გამოიყენება 15 სმ დისტანციიდან.
რუჯის მიღებისას გამოიყენება პროცედურის დაწყებამდე 10 – 15 წუთით ადრე და შემდეგ.
მაკიაჟის დასაფიქსირებლად გამოიყენება 30/40 სმ დისტანციიდან.

ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეი  ატენიანებს და უნარჩუნებს კანს ჰიდრო ბალანსს. აქვს გამაგრილებელი ეფექტი, არის მატონიზირებელი, გამოიყენება როგორც მაკიაჟის ბაზისად, ისე მის შესანარჩუნებლად. ხსნის დაღლილობის „კვალს“, ამშვიდებს და იცავს კანს გარე ფაქტორებისგან და  უნარჩუნებს მას ჯანსაღ იერს. ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეი, ასევე კარგია მამაკაცებისთვის, რადგან ატენიანებს და ამშვიდებს კანს ფიზიკური აქტივობის და  გაპარსვის შემდეგ.

 

სპრეის გამოყენების ინსტრუქცია