ბატონის ციხის აღმოსავლეთით დგას ძველი ბურჯი, რომელსაც მტრის შემოსევებისას სანიშნე კოცონის დასანთებად იყენებდნენ, მოგვიანებით კი სანიშნე კოცონი ზარბაზნის ზალპმა ჩაანაცვლა, რომელსაც განსაკუთრებული შემთხვევებისას ისროდნენ. აქვეა ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში დაიდგა.
გააზიარეთ