წინანდლის სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული „წინანდალი“ და სხვა ქართული ღვინოები, სასიამოვნოდ დატვირთული დღის დასასრულს კი ისტორიულ სასტუმროში დაისვენოთ.
წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება.
წინანდლის ისტორიულ მარანში ქართული ღვინო პირველად ჩამოისხა ბოთლში.