We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

„ბაკურიანი“ ზრუნავს გარემოზე განახლებული ბოთლი, 10%-ით ნაკლები პლასტიკი

_back_
 „ბაკურიანი“ ზრუნავს გარემოზე  განახლებული ბოთლი, 10%-ით ნაკლები პლასტიკი
_from news_:
_July_ 27, 2022

        ნატურალური მინერალური წყალი   „ბაკურიანი“, აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და  საზოგადოებას განახლებულ შეფუთვას სთავაზობს, რომელიც ნაკლებ პლასტიკს შეიცავს. ამიერიდან, „ბაკურიანის“ 0.33, 0.5, 3 და 6 ლიტრიან შეფუთვაში, გამოყენებული პლასტიკის წონა საშუალოდ 10%-ით მცირდება.

       ამ სიახლით, ჯანსაღიდა ინოვაციური ბრენდი, საზოგადოებას ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ახსენებს და გარემოზე ზრუნვის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს.

ირინა კეიდია, კომპანია IDS ბორჯომის მარკეტინგის სამსახურის უფროსი:

„ახალი, CSR კამპანიით „ბაკურიანი“, კვლავ პოზიციონირებს, როგორც მზრუნველი ბრენდი. ჩვენი კომპანია აგრძელებს გარემოზე ზრუნვას დაშემცირებული პლასტიკის გზით ცდილობს  მომხმარებლებთან ერთად გახდეს კიდევ უფრო ეკო მეგობრული.

შეფუთვაში 10%-ით ნაკლები პლასტიკის გამოყენება, ბრენდს და მის მომხმარებელს გარემოზე ზრუნვის იდეის ირგვლივ აერთიანებს,რაცყველას პასუხისმგებლობაა. თითოეული მომხმარებელი „ბაკურიანის“ შეძენით ყიდულობს იმ პროდუქტს, რომელიც ნაკლებ პლასტიკს შეიცავს. ნაკლები პლასტიკი კი გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას ნიშნავს.“

     თანამედროვე, ინოვაციური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ უნიკალურ ეკო გარემოში -ფიჭვნარით შემოსილ მთებში მოიპოვება და ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხნებში იწარმოება. აღსანიშნავია, რომ „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. „ბაკურიანი“ აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში და რეკომენდებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად.

 

„ბაკურიანი“ - როცა გიყვარს და ზრუნავ!