We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

„ბაკურიანი“ X გიორგი მიქაუტაძე თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ლიმიტირებული შეფუთვა შეიქმნა

_back_
„ბაკურიანი“ X გიორგი მიქაუტაძე   თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ლიმიტირებული შეფუთვა  შეიქმნა
_from news_:
_April_ 01, 2026

მინერალური წყალი „ბაკურიანი” აგრძელებს ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძესთან თანამშრომლობას და მომხმარებელს ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს. უცვლელი გზავნილით - „ზრუნვა წყალივით გვჭირდება“, ბრენდი აგრძელებს მთავარ საკომუნიკაციო ხაზს, რომელიც ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს.

კამპანიის ფარგლებში, ბრენდი მაყურებელს უკვე კარგად ნაცნობი ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიას, განსხვავებული დასასრულით სთავაზობს.



ირინა კეიდია, მარკეტინგის დირექტორი, IDS ბორჯომი საქართველო:

„ჩვენი მიზანია, რომ ამ კამპანიით ჯანსაღი ცხოვრების წესი და ზრუნვის ელემენტები უფრო პოპულარული გავხადოთ და საზოგადოებას მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ გიორგი მიქაუტაძესთან თანამშრომლობას, რომელიც წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. ვიდეორგოლთან ერთად, მომხმარებელს „ბაკურიანის“ ლიმიტირებულ შეფუთვას ვთავაზობთ. ახალი ეტიკეტი ინარჩუნებს ძირითადი დიზაინის ხაზს, თუმცა დამატებულია ფერადი დეტალები, გიორგი მიქაუტაძის პორტრეტები და კამპანიის გზავნილი - „მიყვარს, მიყვარს „ბაკურიანი“. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წელსაც წარმატებული იქნება.“



გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და „ვილიარეალის“ ფეხბურთელი:

„მიხარია, რომ „ბაკურიანთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებ, რადგან ქართულ ბრენდთან პარტნიორობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. გადაღებები ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, რომელიც ვალენსიაში დავგეგმეთ. მიხარია „ბაკურიანის” ლიმიტირებულ შეფუთვაზე ჩემი ფოტოები რომ იქნება. წყალი ფეხბურთელების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, „მიყვარს, მიყვარს, „ბაკურიანი““.



ახალი ვიდეორგოლის იდეასა და გადაღების წარმოებაზე ფროდაქშენ მენეჯმენტ კომპანია „ინდუსტრია ფილმმა” იმუშავა, ხოლო ლიმიტირებულ ეტიკეტზე - დიზაინერმა ზაქარია მესროპოვმა.

ლიმიტირებული „ბაკურიანი“ „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ახალ ქარხანაში იწარმოება და ქვეყნის მასშტაბით, უკვე ყველგან გამოჩნდა.