We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ბაკურიანი ხილით - ახალი გემო

_back_
ბაკურიანი ხილით - ახალი გემო
_from news_:
_June_ 17, 2025
ციტრუსის მიქსი - 0 შაქარი, 0 კალორია

მინერალური წყალი „ბაკურიანი“ გემოიანი წყლის პორტფელს ციტრუსის მიქსს ამატებს, რომელიც ლაიმის და ლიმონის ნატურალური არომატებით შეიქმნა. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილია - 0 შაქარი, 0 კალორია. პროდუქტი ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია და შექმნილია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯანსაღთან ერთად გემრიელ გემოს ეძებს. 

ანი გრიგოლია, „ბაკურიანის“ ბრენდ-მენეჯერი:

„„ბაკურიანი“ როგორც მზრუნველი ბრენდი, აგრძელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მომხმარებელს სთავაზობს „ბაკურიანს“ ციტრუსის გემოთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „ბაკურიანის“ წყლით და ხილის არომატით შეგვექმნა პროდუქტი შაქრის და კალორიების გარეშე, რომელიც გემრიელი და სასიამოვნო დასალევი იქნებოდა.“

გემოიანი წყლის კატეგორიაში, „ბაკურიანი“ 2024 წლის მარტში შევიდა და მომხმარებელს სამი განსხვავებული გემო შესთავაზა. ცოცხალ ლიმონს, მწვანე ვაშლს და წვნიან ატამს დღეიდან ციტრუსის მიქსიც დაემატა. ახალი გემოს ეტიკეტი აგრძელებს „ბაკურიანის“ გემოიანი წყლის შეფუთვის ხაზს  და ზუსტად ასახავს „ბაკურიანის“ წყლით და ხილის არომატით შექმნილ გემოს. „ბაკურიანი“ ციტრუსის მიქსით ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში იწარმოება.

დღეიდან „ბაკურიანს“ ახალი გემოთი,  საქართველოს მასშტაბით ყველგან შეიძენთ.