წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

„ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეი

უკან
„ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეი
სიახლე:
აპრილი 05, 2019
სიახლე კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსგან, პირველად საქართველოში, „ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეი გამოვიდა. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მუდმივად ცდილობს ბაზარზე იყოს ნოვატორი და შესთავაზოს სიახლე მომხმარებელს.
„ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეი იწარმოება ჩეხეთში, კომპანია Czech Aerosol, მიერ. პროდუქტის ვიზუალურ ნაწილზე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს დიზაინერმა ანი ჭოღოშვილმა იმუშავა. „ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეი პირველ ეტაპზე დიდ სუპერმარკეტებში, მოგვიანებით კი აფთიაქებში, თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში, გაიყიდება.
„მინერალური წყლის სპრეის სახით გამოშვება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა და ძალიან გვინდოდა ქართველი მომხმარებლისთვისაც შეგვეთავაზებინა მსგავსი სიახლე. თავდაპირველად, წყაროს წყალი „ბაკურიანი“, გავაგზავნეთ ჩეხეთში, კომპანიაში რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს. Eurofins CZ.s.r.o-მ ჩაატარა კვლევა და პროდუქტი Colipa – The European Cosmetic and Perfumery Association -ის გაიდლაინით შეაფასა, რის შემდეგაც, მივიღეთ დადებითი პასუხი და დავიწყეთ წარმოების პროცესი. „ბაკურიანი“ თავისი დაბალი მინერალიზაციით, საუკეთესოა სპრეისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია დანიშნულების გარეშე და იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის“ – აცხადებს სალომე ბეჟიტაშვილი, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაცია, სპრეის თვისებების შესახებ:
• ატენიანებს და უნარჩუნებს კანს ჰიდრობალანსს;
• უნარჩუნებს კანს ჯანსაღ იერს;
• არის მატონიზირებელი;
• გამოიყენება მაკიაჟის ბაზისად და შესანარჩუნებლად;
• ხსნის დაღლილობის „კვალს“ და ამშვიდებს კანს;
• აქვს გამაგრილებელი ეფექტი და იცავს კანს გარე ფაქტორებისგან;

გალერეა