
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო” აგრძელებს წყლის საბავშვო ხაზის განვითარებას და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მედია პლატფორმა - Paramount-თან თანამშრომლობას იწყებს. 1 ივნისიდან, „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე, ბავშვების საყვარელი ანიმაციის PAW Patrol-ის გმირები - ჩეისი, მარშალი და სქაი გამოჩნდნენ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ბრენდის მთავარი მიზანია და სწორედ ამიტომ, „ბაკურიანი“ ბავშვებს წყლის დალევას პატარაობიდანვე თამაშით აყვარებს. უცვლელი საკომუნიკაციო მესიჯით - „დალიე და ითამაშე,“ „ბაკურიანმა“ ახალ გმირებთან - ჩეისთან, მარშალთან და სქაისთან ერთად პატარა მომხმარებლებს კიდევ ერთი საბავშვო სერია წარუდგინა.
ანა ჭოხონელიძე, „ბაკურიანის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი
„ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ საქართველოში პირველი ბრენდია, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი ანიმაციის გმირებით სათამაშო ბოთლების წარმოება დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი აგრძელებს პატარა მომხმარებლებზე ზრუნვას.
ამჯერად, თანამშრომლობა დავიწყეთ Paramount-თან და პატარებისთვის ახალი საბავშვო სერია PAW Patrol-ის გმირებით შევქმენით. მაყურებელმა პირველად ეს ანიმაცია სატელევიზიო არხ Nick Jr.-ზე იხილა, რომელზეც Spin Master Entertainment-მა იმუშავა.
წლებია ეს მულტფილმი პატარა მაყურებლების საყვარელ ანიმაციად იქცა, რომლის გმირებიც მათ მეგობრობის, გუნდურობის, პასუხისმგებლობის, დახმარების მნიშვნელობას ასწავლიან. „ბაკურიანთან” ერთად ისინი ბავშვებს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარებიან. დღეიდან ჩეისს, მარშალსა და სქაის ყველგან იპოვით, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ეტაპობრივად „ბაკურიანის“ საბავშვო სერიას PAW Patrol-ის ახალი გმირები შეემატება.“
PAW Patrol-ის სერიამდე ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე დისნეის გმირები და ქართული ანიმაციის პერსონაჟები – ჟირაფი ჟოზე და ჟოზეფინა იყვნენ გამოსახული.
„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები, 0.33ლ სპეციალურ შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები ჩეისის, მარშალისა და სქაის შეფუთვით ქსელში უკვე გამოჩნდა.