წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

„დალიე და ითამაშე” „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე ქართული გმირები - ჟოზე და ჟოზეფინა, გამოჩნდნენ!

უკან
„დალიე და ითამაშე”  „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე ქართული გმირები - ჟოზე და ჟოზეფინა, გამოჩნდნენ!
სიახლე:
თებერვალი 23, 2023

ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ პატარა მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსა და ანიმაციურ სტუდია „ველოსიპედს“ შორის თანამშრომლობით, „ბაკურიანის“ ახალი საბავშვო სერია შეიქმნა. „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე, ბავშვების საყვარელი ქართული ანიმაციის გმირები ჟირაფი ჟოზე და ჟირაფი ჟოზეფინა გამოჩნდნენ. 

            „დალიე და ითამაშე“ - „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლების საკომუნიკაციო მესიჯი უცვლელია, რადგან ბრენდის მიზანია, რომ მომხმარებლები ბავშვობიდან მიეჩვიონ ისეთ ჯანსაღ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა. 

 

ნინო გუნცაძე, ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერი

„წლებია, მინერალური წყალი „ბაკურიანი“ საბავშვო ხაზს ავითარებს და პატარა მომხმარებლებისთვის მათთვის საყვარელი გმირების სერიას ქმნის. ჩვენ ხელს ვუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ვცდილობთ, რომ პატარებს წყლის დალევის მნიშვნელობა, ბავშვობიდან, თამაშით ვასწავლოთ. სტუდია „ველოსიპედი“ ქმნის საბავშვო-საგანმანათლებლო მულტფილმების სერიას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას.  გვსურს, რომ „ბაკურიანთან“ ერთად,  წყლის დალევის მნიშვნელობა მხიარულმა ჟოზემ აუხსნას ბავშვებს. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციის მთავარ მესიჯად რჩება - „დალიე და ითამაშე,” რადგან ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია წყალი და თამაში ბავშვების განვითარებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ მალე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლით გავახარებთ ჩვენს პატარებს.”

 

გიორგი მარშანია, სტუდია „ველოსიპედის“ გენერალური დირექტორი

„ამ სიახლეს, ვფიქრობ, ჟირაფი ჟოზეს მაყურებელი ძალიან ელოდა და მიხარია, რომ ეს საჩუქარი ჟოზეს მეგობრებს „ბაკურიანთან“ ერთად გავუკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ჟოზესთან და ჟოზეფინასთან ერთად, წყალი უფრო მეტად შეუყვარდებათ და წყლის დალევაც კიდევ უფრო სახალისო იქნება. ვფიქრობ, მშობლებისთვისაც საინტერესო სიახლეა, რადგან მათი შვილების გვერდით, ყოველდღიურად იქნებიან ჟოზე და ჟოზეფინა, რომლებიც მხიარულად შეახსენებენ პატარებს, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დალევა. გპირდებით, რომ „ბაკურიანთან“ ერთად, კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. მანამდე კი გახსოვდეთ, #ჟოზესუყვარხართ."

 

            „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები, 0.33ლ სპეციალურ შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. ჟირაფი ჟოზეს და ჟოზეფინას, სამი განსხვავებული შეფუთვა ქსელში უკვე გამოჩნდა.