წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

IDS ბორჯომი საქართველო კომპანია უოლტ დისნეის ბრენდთან კოლაბორაციით მალე თაროებზე წყალი „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები გამოჩნდება

უკან
IDS ბორჯომი საქართველო კომპანია უოლტ დისნეის ბრენდთან კოლაბორაციით მალე თაროებზე წყალი „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები გამოჩნდება
სიახლე:
ივნისი 15, 2018
„საყვარელი გმირები სულ შენთან ერთად“ – პირველად საქართველოში, წყალი „ბაკურიანი“ სათამაშო ბოთლების წარმოებას იწყებს, რომლის ეტიკეტის შეფუთვაც უოლტ დისნეის გმირებით იქნება გაფორმებული. კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ უოლთ დისნეისთან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა, რომლის მიხედვით კომპანიას დისნეის პორტფოლიოში არსებულ გმირებზე გამოყენების ლიცენზია ენიჭება.
დღეიდან, ყველასათვის საყვარელი გმირები – ელზა, ანა და ოლაფი დისნეის Frozen-დან და რკინის კაცი, ჰალკი და თორი მარველის Avengers-დან, ბავშვების საყვარელი წყლის, „ბაკურიანის“ განუყოფელი ნაწილი გახდება.
„საბავშვო სეგმენტი ჩვენთვის სიახლე არ არის, „ბაკურიანი“ ციდას გამოსვლის შემდეგ, მომხმარებლისგან დიდი მოთხოვნა და პოზიტიური გამოხმაურება გაჩნდა. გამოიკვეთა, რომ ბავშვთა წყლის სეგმენტი საკმაოდ მოთხოვნადი და მზარდია. „ბაკურიანი“ ყველაზე ჯანმრთელი, ბავშვებისთვის აუცილებელი და საყვარელი წყალია, დისნეის ფილმებზე კი თაობები იზრდებიან, ამიტომ გადავწყვიტეთ სასარგებლო სასიამოვნოსთვის შეგვეთავსებინა და ჩვენი მომხმარებელი კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა. „დალიე და ითამაშე“ სწორედ ესეთია ჩვენი კომუნიკაციის მესიჯი და მიზანიც“ – აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის დირექტორი დავით გელაშვილი.

„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები, 0.33ლ სპეციალურ შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში ისხმება. აღსანიშნავია, რომ „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. „ბაკურიანი“ აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში და რეკომენდირებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ.
კომპანიის შესახებ:
„ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოა, რომელიც საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია. კომპანია ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.