We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ონლაინ გაყიდვებს იწყებს

_back_
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ონლაინ გაყიდვებს იწყებს
_from news_:
_May_ 08, 2020

 

     დღეიდან, ქართული მინერალური წყლების - „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ შეძენა ონლაინგაყიდვებისპლატფორმა - „Vendoo - ვენდუზე“ შეგეძლებათ. „Vendoo - ვენდუ“პირველიონლაინპლატფორმაასაქართველოში, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დავით გელაშვილი, კომპანია IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის დირექტორი

„მსოფლიო დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე და ჩვენც, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ბუნებრივია ზედმიწევნით ვიცავთ ყველა არსებულ რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოებთ პირველადი მოხმარების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტს - წყალს და სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მომხმარებელს და მივცეთ მათ წყლის, სახლიდან გაუსვლელად და საბაზრო ფასად, შეძენის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პროდუქციის მიწოდების პერიოდი ცოტათი გახანგრძლივდა, თუმცა მათ მოხსნასთან ერთად დარეგულირდება. აქვე გეტყვით, რომ პირველ 1000 მომხმარებელს საჩუქრად ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეის (150მლ) გადავცემთ”.

 

პროდუქციის მიწოდებას, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, „Vendoo - ვენდუ“ უზრუნველყოფს. ონლაინპლატფორმა „Vendoo- ვენდუზე“შეგიძლიათშეიძინოთ „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“ შემდეგიშეფუთვით:

„ბორჯომი“ - 0.5ლმინა (12ცალი) და 1.0ლპეტი (6ცალი);

 „ლიკანი“   - 1.0ლპეტი (6 ცალი) და 1.5ლპეტი (6ცალი);

„ბაკურიანი“ -  1.5ლ (6 ცალი), 1.0ლ (6 ცალი), 1.0ლსპორტი (6 ცალი), 6ლპეტი (3 ცალი), ციდა (12 ცალი) და 0.5ლ (12 ცალი) პეტშეფუთვები.

 

https://vendoo.ge/merchant/ltd_ids_borjomi_tbilisi?fbclid=IwAR0pUYd-CSMnazEBL-JIbnjb7DoT_rGllcAg1uq0esEQ7yGUDyG7ciWYTq4