სიახლე:
ივლისი 18, 2019
კიდევ ერთი სიახლე მინერალური წყალი „ბაკურიანისგან“ – საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ბრენდმა ეტიკეტებზე ქვეყნის დიდი ქალაქების ამსახველი ილუსტრაციები გადაიტანა. ფერადი, განსხვავებული და საინტერესო ეტიკეტებით „ბაკურიანი“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გიწვევთ. ეტიკეტებზე შემდეგი 5 ქალაქია გამოსახული: თბილისი, რომელშიც ყველა ქუჩა თავის ამბავს ჰყვება, შენობები კი უამრავ ისტორიას ინახავენ. საქართველოს სიდიდით მეორე, ერთ დროს კი სატახტო ქალაქი ქუთაისი. თელავი, რომელიც ღვინის სამშობლოდ წოდებული კახეთის გულია. ყველაზე ხმაურიანი და ენერგიული ბათუმი, რომელსაც ადრე პორტო-ფრანკოთი ვიცნობდით და ზუგდიდი, რომელიც ყველა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კამპანია ერთროულადაა გათვლილი როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე მის სტუმრებზე.
„ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი, სალომე ბეჟიტაშვილი
„გვინდა „ბაკურიანმა“, როგორც საქართველოში ბაზრის ლიდერმა ბრენდმა, ქართველებს კიდევ უფრო მეტად გაუღვივოს სიამაყის შეგრძნება, ხოლო ტურისტებს ერთი შეხედვით დაანახოს საქართველოს დიდი ქალაქები თავისი ღირსშესანიშნაობებით და ყველას გაუჩინოს ამ ადგილების ნახვის სურვილი. მჯერა, რომ ფერადი ეტიკეტები, რომლებიც „ბაკურიანის“ 0.5 ლიტრიან PET შეფუთვაზე გამოვიყენეთ, მეტად გაახალისებს ზაფხულის ცხელ დღეებს და მომხმარებლებს სასიამოვნოდ გავაოცებთ“.
ხუთი ქალაქის ილუსტრირებული ეტიკეტი, „ბაკურიანის“დიზაინერის ანი ჭოღოშვილის და მხატვარ-ილუსტრატორის გამეზას ერთობლივი ნამუშევარია.
„ბაკურიანის“ დიზაინერი, ანი ჭოღოშვილი
ჩვენი ამოცანა იყო, „ბაკურიანისთვის“ შეგვექმნა ფერადი და განსხვავებული ემოციის მატარებელი ეტიკეტები. მნიშვნელოვანი იყო რომ ქალაქები ეტიკეტზე საინტერესო ფორმით გადმოგვეტანა და სწორედ ამიტომ ამ ილუსტრაციების შექმნა გამეზას მივანდეთ და ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.
მხატვარ – ილუსტრატორი, გამეზა
„ამ საინტერესო იდეის მოსმენისთანავე, ჩავერთე წარმოსახვით ძიებაში – ქალაქთა სახასიათო ნიშნების, ფორმების თუ დეტალების გაანალიზებით. მშობლიური ქალაქის, თბილისის, ხატვა სხვადასხვა სტილში ხშირად მიწევს, რომ იტყვიან „თვალდახუჭულმა“ შემიძლია ვხატო, სხვა ქალაქები კი უფრო იშვიათად, ზოგი სულაც პირველად ვცადე.
ბუნებრივია ახალი და საინტერესო გამოწვევა იყო. ძირითად ღირშესანიშნაობებთან ერთად, დავიტანე ლანდშაფტის თავისებურებანი.
შევეცადეთ ეტიკეტი, მაქსიმალურად გასაგები, მისახვედრი, სახალისო და საინტერესო ყოფილიყო ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, როგორც ადგილობრივისთვის ასევე ქვეყნის სტუმართათვის“.
აღსანიშნავია, რომ კამპანიისთვის სპეციალური ვებგვერდი, http://cities.bakurianiwater.ge/ შეიქმნა, რომელზეც საქართველოს დიდი ქალაქების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება, ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი. ვებ გვერდს ეტიკეტზე დატანილი QR კოდის საშუალებითაც ეწვევით და გაიგებთ თუ რატომ უნდა ესტუმრო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს და რომელია ის ღირსშესანიშნაოებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.