We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თქვენ იცით რატომ ჰქვია ამ წყალს „ბაკურიანი“? იმიტომ რომ, ბაკურიანის მთებში იღებს სათავეს

_back_
თქვენ იცით რატომ ჰქვია ამ წყალს „ბაკურიანი“?  იმიტომ რომ, ბაკურიანის მთებში იღებს სათავეს
_from news_:
_November_ 19, 2024

ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო რგოლს გვიზიარებს, რომელშიც ბრენდი საკუთარ წარმომავლობას უსვამს ხაზს.

წყალი იბადება აქ! (ბაკურიანში) - ეს რგოლის მთავარი გზავნილია.

ბრენდის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, ნატურალური მინერალური წყლის „ბაკურიანის“ მთავარი უპირატესობა - ის განსაკუთრებული ეკო გარემო, სადაც „ბაკურიანი“ იღებს სათავეს.

კამკამა და სუფთა წყალი ბაკურიანის ამ ულამაზესი, თეთრი თოვლით დაფარული მთებიდან მოედინება და ბოთლში სიყვარულით ისხმება.

ვიდეორგოლში აღწერილია სწორედ ეს უნიკალური და ეკოლოგიურად სუფთა გარემო - ბაკურიანის მთები, სადაც წარმოიშობა ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“. ჯანსაღ გარემოში, ზამთრის შეკრებაზე მყოფი მოთხილამურე მოზარდები მასწავლებელთან ერთად სწორედ იმ გზას გადიან, რომელსაც - „ბაკურიანის“ წყალი წარმოქმნიდან ჩვენამდე.

ვიდეორგოლის კრეატიულ იდეაზე და ასევე მის აღსრულებაზე სააგენტო „ედვენმა“ იმუშავა.