„ბაკურიანი“ ხილის გემოთი - არის ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნატურალური ხილის წვენით და ნაკლები შაქრით. „ბაკურიანი“ სამი განსხვავებული ხილის გემოთი - ცოცხალი ლიმონი, მწვანე ვაშლი და წვნიანი ატამი, 0.5 ლიტრიან პეტ შეფუთვაშია წარმოდგენილი. როცა გიყვარს და ზრუნავ! - ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილია. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს და სხვა ტკბილ სასმელებთან შედარებით, აქვს ნაკლები შაქარი და კალორია.
„ბაკურიანი“ ხილის გემოთი, ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში იწარმოება. მისი შეძენა საქართველოს მასშტაბით უკვე შესაძლებელია.