წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

10 მარტივი მიზეზი, რის გამოც ჩვენს შვილებს ვუყვარვართ

ბლოგი:
ივნისი 13, 2017
ავტორი Anika
რის გამო გვიყვარს საკუთარი მშობლები, ამაზე ალბათ არასდროს დავფიქრებულვარ. შვილების სიყვარული დედ-მამის მიმართ უპირობოა - გიყვარს და მორჩა. თუმცა, თუ დაფიქრები და გაიხსენებ კონკრეტულად იმ ემოციებს, რაც მშობლებთან ურთიერთობისას გეუფლება და სიხარუს გგვრის, ასე თუ ისე სავარაუდოდ, შესაძლებელია თუნდაც რამდენიმე მარტივი მიზეზის თუ გარემოების ჩამოთვლა, რის გამოც პატარებს უპირობონ ვუყვარვართ. დღევანდელ პოსტში ბავშვთა ფსიქოლოგების რამდენიმე საინტერესო დაკვირვებას გაგიზიარებთ ამ თემასთან დაკავშირებით:

1. ჩვენი ღიმილის გამო - როცა პატარებს ვუღიმით, ეს მათთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს - და როცა ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს, ეს იმას ნიშნავს რომ მათაც ყველაფერი კარგად ექნებათ.

2. იმის გამო, რომ ყველაფერი ვიცით - ბავშვების გადმოსახედიდან, ეს ასეა და მათ იციან, რომ დედას და მამას ნებისმიერი შეკითხვით შეუძლიათ მიმართონ და ამომწურავი პასუხი თუ რჩევაც მიიღონ.

3. ჩვენ ძლიერები ვართ და მათი დაცვა ყოველთვის შეგვიძლია - დაცულობის შეგრძნება პატარებისთვის ერთ-ერთი არსებითად მნიშვნელოვანი შეგრძნებაა, რომელიც მის სამყაროს შემეცნებაზე აისახება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ამ შეგრძნების მინიჭება ბავშვებისთვის მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ.

4. იმის გამო, რომ ისინი დაბადების ასაკიდან გვახსოვს. ეს სიმართლეა, ბავშვებს ძალიან უყვართ ისტორიების მოსმენა იმის შესახებ, თუ როგორი საყვარლები იყვნენ თვეების ასაკში, როგორ იტეხდნენ ენას პირველი სიტყვების გამოთქმისას, რა სათამაშოებით უყვარდათ გართობა და ა.შ.

5. იმის გამო, რომ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ყვირილი და ჩხუბი პატარებისთვის სიგნალია იმის შესახებ, რომ დამკვიდრებულ წესრიგში რაღაც აირია და ყველაფერი თავდაყირაა. ამიტომაც, სიმშვიდე ყოველთვის იდეალური გამოსავალია.

6. იმის გამო, რომ მათ იმედს ვაძლევთ. მშობლების შემყურე პატარებს, იმის რწმენა და იმედი უჩნდებათ, რომ გაიზრდებიან და ისინიც ჩვენ მსგავსად მშვიდი, თავდაჯერებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანები იქნებიან.

7. იმის გამო, რომ ჩვენთან თავს მხიარულად გრძნობენ. ბავშვებისთვის საუკეთესო გარემო მშობელია და ის დრო რომელსაც პატარები დედ-მამასთან ატარებენ, ნებისმიერ გამოცდილებაზე ძვირფასი და ღირებულია მათთვის.

8. იმის გამო, რომ შეცდომების დაშვების უფლებას ვაძლევთ. ბავშვები დარწმუნებული არიან, რომ მშობლები ნებისმიერი შეცდომის გამოსწორებაში დაეხმარებიან. ამიტომც, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ მათ შეცდომებზე.

9. იმის გამო, რომ ღამით დაძეხებისთანავე მათთან ვართ - ეს მათ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას ანიჭებს.

10. იმის გამო, რომ მათ სხვა ბავშვებს არ ვადრით. სხვასთან პარალელის გავლება და შედარება ბავშვებისთვის საკმაოდ მტკივნეული რამაა. ხანდახან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ჩვენი შვილის სუსტი მხარე სხვა ბავშვის ძლიერ მხარეს შევადაროთ, რაც უსამართლობაა.

მსგავსი ბლოგები