წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

აიურვედას სასარგებლო თვისებები ქალებისთვის

ბლოგი:
იანვარი 13, 2016
ავტორი Anika
აიურვედა უძველესი მოძღვრებაა, რომლის ერთ-ერთი დადებითი მხარე სხვა მრავალთან ერთად ისიცაა, რომ ის საუკუნეების შემდეგ, დღევანდელ რეალობაში თავისუფლად გამოსაყენებელი და გამოსადეგი ცნებები აქვს. აიურვედა ჯანსაღი, დაბალანსებული ცხოვრების წესს გვასწავლის, მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ და ბედნიერებისკენ. აიურვედას მიხედვით, დღევანდელ სტრესულ ცხოვრებაში ჰარმონიის პოვნა ნებისმიერ ქალს შეუძლია, ამას კი აიურვედა ასობით პრაქტიკული რეკომენდაციის მეშვეობით ახერხებს.

კვება - აიურვედას უმთავრესი რჩევა-დარიგება საკვებს ეხება - საკვები უნდა იყო არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც. ძნელია შეედაო! სწორი კვება ჯანმრთელობის უმთავრეს წინაპირობად აქვს ამ მოძღვრებას განსაზღვრული: კარგი განწყობისთვის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების პრევენციისთვის ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო საკვები, სეზონური ხილი და ბოსტნული უნდა მივირთვათ და თავი შორს უნდა დავიჭიროთ ფასტფუდისგან. აიურვედა 3 ტიპის ადამიანებს განასხვავებს და თითოეულ ტიპს კვების ინდივიდუალური რეკომენდაციები აქვს. მაგალითად, თუ თქვენ ბუნებით ასე ვთქვათ ცხელი ადამიანი ხართ - სიცივე იშვიათად გაწუხებთ - ასეთ შემთხვევაში თქვენთვის არ არის რეკომენდებული ცხარე საკვები. თუ სისტემატურად არაჯანსაღ საკვებს მივიღებთ, ბალანსი დაირღვევა და ავად გავხდებით.

665@495@07f0ed4084636815a411ee4576f74ad4-ZDBmMzA3OWQzNA

სილამაზე - აიურვედას მიხედვით, ჯანმრთელი ქალი, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიაში იმყოფება, სილამაზეს ასხივებს, ეს კი გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება. ბუნებრივი სილამაზე თითოეულ ქალში არსებობს, საჭიროა მხოლოდ მისი გამოღვიძება. აიურვედა სწორედ ამ შეგრძნებას და ცხოვრებისეულ ენერიას იძლევა და გვასწავლის, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ არის დამოკიდებული საკუთარ სხეულთან დამოკიდებულებაზე. საკუთარ კანზე ზრუნვას დიდი ყურადღება ეთმობა აიურვედაში: იზრუნეთ საკუთარ კანზე, იკეთეთ მასაჟები, გამოიყენეთ ბუნებრივ ექსტრაქტებზე და პროდუქტებზე დამზადებული კოსმეტიკა. ოქროს წესი ასეთია: ნუ წაისვამთ კანზე ისეთ რამეს, რასაც საკვებად ვერ გამოიყენებდით!

ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, ემოციური გადაღლა, მიწისფერი სახის კანი და თვალის უპეების სიშავე - ეს ყველაფერი ძილის ნაკლებობის შედეგია. აიურვედა ძილის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და გვირჩევს, იმდენი ვიძინოთ, რამდენიც ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება. კარგი იქნება, პერიოდულად "ძილის კვირეულის" მოწყობა (რთულად კი წარმომიდგენია!), საქმეების დროებით გადადება და კვირის განმავლობაში 20.00-21.00 საათზე დაძინება. ამით, თქვენი სხეული და სულიერი სამყარო მხოლოდ იხეირებენ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები