წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ბლოგ-რინგი "ბაკურიანისგან"

ბლოგი:
მაისი 16, 2013
ავტორი Anika
ჩაერთეთ კონკურსში „ბლოგ-რინგი“.  დაწერეთ ბლოგ-პოსტი სილამაზის თემაზე, კერძოდ, როგორ უვლით თავს ან ინარჩუნებთ სილამაზეს და  მიიღეთ საჩუქრად ესთეტიკური მედიცინის ცენტრის „ლოტუსი“ 200 ლარიანი ვაუჩერი.

2013 წლის 17 მაისიდან 31 მაისამდე გამოაგზავნეთ თქვენი ნამუშევრები contact@bakurianiwater.ge - ზე. ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. თქვენი ბლოგ-პოსტები აიტვირთება „ბაკურიანის“  Facebook გვერდის ალბომში და 2013 წლის 31 მაისს გამოვლინდება ორი გამარჯვებული: პირველი  like - ების რაოდენობით შეირჩევა, მეორეს კი „ბაკურიანის“ ამჟამინდელი ბლოგერი ანიკა გამოავლენს.

გამარჯვებულებს  საჩუქრად ესთეტიკური მედიცინის ცენტრის „ლოტუსი“ 200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. მათ მიერ დაწერილი ბლოგ-პოსტები კი  „ბაკურიანის“ ბლოგის ვებ-გვერდზე აიტვირთება.

წესები და აკრძალვები

  • კონკურსი დაიწყება 2013 წლის  17 მაისს და დასრულდება ა.წ. 31 მაისს  17:00სთ-ზე;

  • ბლოგ-პოსტი უნდა ეხებოდეს თავის მოვლისა და სილამაზის შენარჩუნების თემატიკას;

  • ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას;   

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 13 წელზე უფროსი ასაკის facebook-ის მომხმარებელ ყველა ფიზიკურ პირს, რომელთა პროფილები არ არღვევენ facebook-ის ოფიციალურ წესებსა და პირობებს;

  • 18 წელზე უმცროსი ასაკის მომხმარებლები გამარჯვების შემთხვევაში უნდა გამოცხადდნენ კანონიერი მეურვის თანხლებით;

  • კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია პროექტის აღმასრულებელ გუნდს;

  • ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს კონკურსიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას მონაცემების სპამერობის (იხილეთ Facebook-ის ოფიციალური წესები: http://facebook.com/terms.php) გზით მომატებაში შემჩნეული კონკურსანტები;

  • კონკურსიდან ასევე მოიხსნებიან მონაცემების ხელოვნურად ზრდაში (ყალბი ან/და უცხოური პროფილები, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ „ბაკურიანის“-ის Facebook გვერდთან) შემჩნეული კონკურსანტები;

  • კონკურსის მონაწილე პირი, თანახმა უნდა იყოს დაიცვას აქ მოყვანილი წესები და აკრძალვები.


გისურვებთ წარმატებებს.

მსგავსი ბლოგები