წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

Clinique Chubby Stick – 10 ახალი ფერი

ბლოგი:
აგვისტო 31, 2012
ავტორი Anika
თუ გახსოვთ გასული წლის გაზაფხულზე Clinique-ის მიერ შემოთავაზებული სიახლე: ტუჩის ბალზამი-საცხი ექვს სხვადასხვა ფერში. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ტუჩის საცხს ვინ არ უშვებს და ფერების მრავალფეროვნებასაც ცოტა თუ უჩივის. თუმცა მაშინ ეს ბალზამი-საცხები ისე მალე გახდა პოპულარული, რომ მაღაზიების თაროებიდან თვალის დახამხამებაში ქრებოდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.

პირველ რიგში, ახალი პროდუქტი ძალიან პრაქტიკული შეფუთვით იყო წარმოდგენილი: პატარა ზომის ფანქრის სახით, რომელიც საბავშვო ფლომასტერებს მოგაგონებდათ. მის წასასმელად ფანქარი ერთი მიმართულებით უნდა დაგეტრიალებინათ, წასმის დასრულების შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დატრიალებით იხურებოდა. თავად წასმის პროცესი კი სწრაფი და მოხერხებული იყო, რაც შესაძლებლობას გაძლევდათ მაქსიმალურად აკურატულად გადაგესვათ საცხი ტუჩებზე.



გარდა ამისა, ბალზამი-ფანქრის გარეკანი იმავე ფერში იყო გადაწყვეტილი, რა ფერის საცხიც იყო მასში მოთავსებული. ეს კი შესაძლებლობას იძლეოდა, რამდენიმე ფერის შემთხვევაში, კოსმეტიკის ჩანთაში ადვილად მოგეძებნათ იმ წუთისთვის სასურველი ფერი, საცხების ამოლაგება-გახსნა-შემოწმების ნაცვლად.

ამ ყველაფერთან ერთად, ბალზამი-ფანქრები მსუბუქი ფერით და ბუნებრივი, სისველის ეფექტის მქონე ბზინვარებით გამოირჩეოდა, რომელიც ტუჩებს, ლამაზ ესთეტიკასთან ერთად, ინტენსიურ დატენიანებასაც ანიჭებდა: შის ზეთის, მანგოს და ჟოჟობას   თესლების ზეთის წყალობით ტუჩები იდეალურად მოვლილად გამოიყურებოდა. ანტიოქსიდანტების წყალობით კი ტუჩები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ტენიანობას და იმავდროულად დაცულიც იყო გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან.




წლევანდელ სიახლეში ბალზამი-ფანქრის ყველაზე საუკეთესო თვისება შენარჩუნებულია და ის უკვე 10 ახალი ფერისგან შემდგარ პალიტრაშია წარმოდგენილი: სტაფილოსფერი და ვარდისფერი ტონალობით დაწყებული ფუქსია და იასამნისფერით დასრულებული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები