წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ცოტა რამ ალუბლის შესახებ

ბლოგი:
მაისი 27, 2016
ავტორი Anika
ალუბალი ალბათ, საუკეთესო ხილია საკონდიტრო მიზნებისთვის: ნებისმიერი ტიპის ტკბილეულს უხდება, გამომცხვარს თუ გამოცხობის გარეშე მომზადებულს, შაქრიანს თუ უშაქროს, კრემიანს თუ უკრემოს, მოკლედ, სრულიად გენიალური გამოგონებაა და თავისი წვნიან-მომჟავო გემოთი ნებისმიერ დესერტს განსაკუთრებულს ხდის. კარგი ამ ყველაფერში ისაა, რომ ალუბალს გემოს გარდა, კვებითი ღირებულებაც საკმაოდ გამორჩეული აქვს, რის შესახებაც დღევანდელ პოსტში მოგახსენებთ:

1. 200 გრამ ალუბალს 87 კილოკალორია აქვს.

2. ალუბალს ანთებითი პროცესების შემცირება შეუძლია. ჟურნალ Journal of Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ალუბლის მოხმარება ქრონიკულ ანთებით დაავადებებთან დაკავშირებულ რამდენიმე ბიომარკერს ამცირებს. მაგალითად, ალუბლის წვენს შეუძლია სახსრების ანთების შემსუბუქება ართრიტით დაავადებულ ადამიანებში.

3. ალუბალი C ვიტამინის და უჯრედისის კარგი წყაროა. 200 გრამი ალუბალი C ვიტამინის დღიური რეკომენდებული დოზის 16%-ს და 2 გრამზე მეტ უჯრედისს შეიცავს.

4. ალუბალი თავის ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ექიმები ამ განაცხადს არაერთი კვლევის შედეგის საფუძველზე აკეთებენ და იმასაც ამტკიცებენ, რომ ალუბლის სისტემატურმა მოხმარებამ შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები შეამსუბუქოს.

5. ალუბალი იდეალური ვარჯიშის შემდეგ, ვინაიდან მას კუნთოვანი მასის დაზიანების პრევენცია შეუძლია. ალუბალი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტ ანტოციანინს, რომელსაც ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს და დაჭიმული და მტკივნეული კუნთების დამშვიდება შეუძლია.

6. ალუბალი მშვიდ ძილში გვეხმარება მელატონინის შემცველობის წყალობით, რომელიც ძილის მაკონტროლებელი ჰორმონია. ასე, რომ ინსომნია ვისაც გაწუხებთ, შეგიძლიათ არომატული ალუბლის ტარტი მიირთვათ და შედეგს დააკვირდეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები