წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ფორთოხლისფერი ტუჩები

ბლოგი:
მაისი 04, 2012
ავტორი Anika
მკვეთრი ფერის ტუჩის საცხის მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ. იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ გავბედავდი, რომ ტუჩები “გამეთამამებინა”. ერთხელაც, სახლში “თავისუფალი ფიქრების რეჟიმში” ყოფნისას, ავდექი და სარეზერვო “კოსმეტიჩკაში” შემონახული ღია აგურისფერი ტუჩის საცხი წავისვი. არც არაფერი, უბრალოდ ტუჩის საცხი, მაგრამ მივხვდი, რომ სრულიად უმიზეზოდ, კარგ გუნებაზე დამაყენა - ცოტა გადამახალისა და ცოტაც სიმსუბუქე მომიტანა. ვერ დავიბრალებ, ამის შემდეგ, ინტენსიურად მოვიხმარ კაშკაშა ფერებს-თქო, მაგრამ ბარიერი გადავლახე და ახლა უკვე გაცილებით ხშირად მივმართავ ნათელ ფერებს განწყობის ასამაღლებლად.

ამჯერად სტაფილოსფერ-ფორთოხლისფერ საცხებზე მინდა გესაუბროთ, რომელიც 2012 წელს მეტად აქტუალური და მოდურია. ერთი შეხევდით, უპრეტენზიო ფორთოხლისფერი, ვიზაჟისტების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე რთულად “სატარებელი” ფერია მხიარულ ფერთა პალიტრაში. ამიტომაც, გამოცდილი ვიზაჟისტები საგანგებოდ ფორთოხლისფერი ტუჩების მსურველებს, რამდენიმე სასარგებლო რჩებას გვიზიარებენ:

1. მაქსიმალურად ბუნებრივი მაკიაჟი სახეზე - ფორთოხლისფერი ტუჩის საცხის არჩევისას, თვალებზე ნეიტრალური და ბუნებრივი ფერის ჩრდილები გამოიყენეთ. ლოყებზე ე.წ. “რუმიანას” წასმის ნაცვლად, უმჯობესია, მთელს სახეზე მსუბუქი ბრონზერი (Bronzer) გადაისვათ;


2. მუქი ფერის თმის და სახის კანის შემთხვევაში, სპეციალისტები ნათელი ფორთოხლისფერის გამოყენებას გვირჩევენ (მაგალითად, MAC Tendertone ტუჩების ბალზამი Purring-ის ფერში) - თვითონ საცხს მოლურჯო ფერი უნდა დაჰკრავდეს;




3. ღია თმის ფერის და სახის კანის შემთხვევაში, ვიზაჟისტები ატმისფერში გარდავალ ფორთოხლისფერზე და მარჯნისფერზე გვირჩევენ არჩევანის გაკეთებას (მაგალითად, Chanel's Rouge Coco Shine-ის ხაზიდან ფერი სახელწოდებით Flirt);


4. მუქი თმის და ღია სახის კანის კომბინაციის შემთხვევაში, შეგვიძლია წმინდა ფორთოხლისფერი ავირჩიოთ, ისეთი როგორიც Shiseido's Perfect Rouge-ის Day Lily ფერია;




5. წითელი თმის და ღია ფერის სახის კანის შემთხვევაშიც თამამად შეგიძლიათ ფორთოხლისფერი შეარჩიოთ (მაგალითად, Shiseido's Shimmering Rouge-ის Mango-ს ფერი), მხოლოდ, კარგი იქნება, თუ ტუჩის საცხს ოდნავ ლოყის ჩავარდნილ ნაწილებშიც (იქ, სადაც “რუმიანას” ვისვამთ) იცხებთ.


და ბოლოს, ზოგადი ხასიათის რჩევა სტილისტებისგან - ფორთხლისფერი საცხის გამოყენებისას, შეეცადეთ, რომ ტანსაცმელი მუქ ფერებში იყოს გადაწყვეტილი, ვინაიდან, ღია, მკვეთრი ფერის სამოსთან კომბინაციამ შეიძლება სასაცილო ელფერი შეგძინოთ.

ფორთოხლისფერ, მხიარულ ნოტაზე გემშვიდობებით! მომდევნო პოსტამდე!

ანიკა

მსგავსი ბლოგები